დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.54.066.016330 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/09/2020, 040030000.54.066.016199) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საავიაციო უშიშროების ინსპექტორს (AVSEC) მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება ან ძალოვან უწყებაში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, რომელიც ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართულობას; გ) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ეროვნული ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის, საავიაციო უშიშროების სფეროს მარეგულირებელი ევრორეგულაციების, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს Doc 8973 და სხვა სახელმძღვანელო მასალების, ასევე ევროპის სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის (ECAC) სახელმძღვანელოს Doc 30 ცოდნა; დ) საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, დანერგილი საავიაციო უშიშროების ზომების, საავიაციო უშიშროების სფეროში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ცოდნა; ე) საზედამხედველო და ხარისხის კონტროლის პრინციპებისა და პროცედურების, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის როლის და უფლებამოსილების ზედმიწევნით ცოდნა“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები