„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 11/03/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016330
58
11/03/2024
ვებგვერდი, 12/03/2024
040030000.54.066.016330
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №58

2024 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/09/2020, 040030000.54.066.016199) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საავიაციო უშიშროების ინსპექტორს (AVSEC) მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება ან ძალოვან უწყებაში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, რომელიც ითვალისწინებდა  მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართულობას; 

გ) საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი ეროვნული ნორმატიული აქტების, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის,  საავიაციო უშიშროების სფეროს მარეგულირებელი  ევრორეგულაციების, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს Doc 8973 და სხვა სახელმძღვანელო მასალების, ასევე ევროპის  სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის (ECAC) სახელმძღვანელოს Doc 30 ცოდნა;

დ) საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, დანერგილი საავიაციო უშიშროების ზომების, საავიაციო უშიშროების სფეროში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ცოდნა;

ე) საზედამხედველო და ხარისხის კონტროლის პრინციპებისა და პროცედურების, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის როლის და უფლებამოსილების ზედმიწევნით ცოდნა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი