“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 877
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 31/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.034.007.666
  • Word
877
26/08/2005
სსმ, 102, 31/08/2005
010.240.020.22.034.007.666
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.034.007.666

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 877

2005 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №368 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №368 ბრძანებით (სსმ III, 25.04. 2005 წ., №49 მუხ.510) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მთავარი სამმართველოს აპარატი;

ბ) სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო;

გ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;

დ) სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;

ე) სადღეღამისო ჯანპუნქტი;

ვ) საორგანიზაციო-ანალიტიკური განყოფილება;

ზ) გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველო;

თ) დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველო;

ი) ვაკე-საბურთალოს შს სამმართველო;

კ) ისანი-სამგორის შს სამმართველო;

ლ) მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველო.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

    მუხლი 17

საორგანიზაციო-ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დანაყოფებისადმი მეთოდური საორგანიზაციო და ანალიტიკური ფუნქციების განხორციელება;

ბ) მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დანაყოფებში სხვადასხვა დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის შესწავლა და განზოგადება, პოზიტიური პრაქტიკის დანერგვა;

გ) მთავარ სამმართველოში არსებული საჭირო მონაცემების ინფორმაციულ ბანკში კონცენტრირება, სტატისტიკური ანგარიშების უზრუნველყოფა;

დ) მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დანაყოფების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციისა და შესაბამისი მასალების დაუყოვნებლივი მიწოდება;

ე) მთავარი სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი