დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4085-XIVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 150000000.04.001.018094 |
|
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:
„თავი VI. გარდამავალი დებულებები მუხლი 28 2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 7 მარტი 2024 წ. N4085-XIVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები