„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 020060030.10.003.024463
71
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
020060030.10.003.024463
„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №71

2024 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებაში (www.mats­ne.gov.ge, 24/02/2012, 020060030.10.003.016737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების დონეზე, აგრეთვე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე