„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.024461
69
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
120160010.10.003.024461
„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №69

2024 წლის 6 მარტი

 ქ. თბილისი

„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 120160010.10.003.024378) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის თავმჯდომარე − სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების შესაბამისი მუნიციპალური/რაიონული განყოფილების უფროსი;“.

2. 21- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი

1. წვევამდელების ორგანიზებულად განაწილება ხორციელდება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრიდან.

2. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრები ფუნქციონირებს:

ა) ქ. გორში, ჭავჭავაძის გამზირის №56-ში;

ბ) ქ. ქუთაისში, მესხის ქუჩა №5-ში.“.

3. 23- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიას უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) წვევამდელთა სახელობით სიას (4 ეგზემპლარი) (დანართი №12);

ბ) წვევამდელის პირადობის მოწმობის ასლს;

გ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2);

დ) სამხედრო ნამსახურების ბარათს (დანართი №13);

ე) წვევამდელის სამედიცინო შემოწმების ბარათს (3 ეგზემპლარი).“.

4. 24- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

1. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა:

ა) კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ქირურგი;

გ) ოტორინოლარინგოლოგი;

დ) დერმატოვენეროლოგი;

ე) ფსიქიატრი;

ვ) ნევროპათოლოგი;

ზ) სტომატოლოგი;

თ) თერაპევტი;

ი) ოფთალმოლოგი;

კ) კომისიის მდივანი.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია, შეიქმნას ერთი ან ერთზე მეტი მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება  მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის სახელობითი შემადგენლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 4 მარტიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე