„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024460
68
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
470000000.10.003.024460
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2024 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №20 დანართის:

) პირველი − მე-4 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შევსება ჯანმრთელი კონტინგენტით.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ კონტინგენტს დაქვემდებარებული პირები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ამბულატორიულ შემოწმებას, №20.1 დანართის შესაბამისად;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 68 ლარისა ერთ წვევამდელზე.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა დამატებითი გამოკვლევები ფინანსდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.“;

) მე-8 − მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი – 800.00 ათასი ლარით;

ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა დამატებითი გამოკვლევების კომპონენტი – 200.0 ათასი ლარით.

მუხლი 9. დამატებითი პირობები

წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, „შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის“ და „შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის“ დადგენის შემთხვევაში, შეწყდეს წვევამდელის სამედიცინო კვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა.“.

2. №20.1 დანართის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 20.1 − წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმება;

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის წევრების სამუშაოების (მათ შორის, შესრულებული) ანაზღაურება.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს შესამოწმებელ პირს უტარდება:

ა) ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატოვენეროლოგის, ფსიქიატრის, ნევროპათოლოგის, სტომატოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის კონსულტაცია;

ბ) გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა;

გ) სისხლის ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);

დ) სისხლის გამოკვლევა (ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);

ე) შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);

ვ) სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში,  კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები).

განმარტება: მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 4 მარტიდან.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე