„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016438
7
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
010250050.35.126.016438
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 6 მარტი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016265), თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  აპარატის სტრუქტურული ერთეული და პროფესიული საჯარო მოხელეები

2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: აპარატის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  საქმისწარმოების საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საოქმო და საარქივო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.“.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

„მუხლი 102. პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

1. საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;

ბ) პერსონალურ  მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;

გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით ანგარიშვალდებულია მაღალი დონის მმართველობის სტრუქტურის – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1  ივნისიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი