„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016593
39
05/03/2024
ვებგვერდი, 06/03/2024
010250050.35.166.016593
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2024 წლის 5 მარტი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების   პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.macne.gov.ge, 26.12.2023, 010250050.35.166.016585) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია: გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახი და/ან საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ოჯახის შემადგენელ წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 4-ის „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება“ მე-2 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირველადი საჭიროებების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებებისა და ზიანის გამოხატული რისკის მქონედ.“.

3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“  ქვეპუნქტი:

„დ“) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ბავშვი.“.

4. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ)“ პირის, რომელიც არ მიეკუთვნება  მე-6 დანართის მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა კატეგორიას, იმავდროულად მის მიერ გადასახდელი სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 300 ლარს, თანადაფინანსება  შეადგენს  გადასახდელი თანხის 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“.

5. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“ მე-6 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ხელოვნური განაყოფიერების და მასთან დაკავშირებული ხარჯებს.“.

6. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 7-ის „მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება“  მე-2 მუხლს დაემატოს  მე-4 “  პუნქტი:

„4. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ბავშვი.“.

7. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №15-ის „ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადისტრიბუციო კომპანია – „ეპ-ჯორჯია მიწოდება“-მიერ ბენეფიციართა დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ყოველთვიურად არაუმეტეს 15 ლარის.“.

8. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №17-ის მე-2 მუხლის პირველი პუნტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, სენსორული დარღვევის მქონე პირი, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და საჭიროებს მოვლის საშუალებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი