დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017438 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2018, 040030000.22.034.016716) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი): ა.ა) შიდა უსაფრთხოების და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველო: ა.ა.ა) შიდა უსაფრთხოების სამსახური: ა.ა.ა.ა) I ჯგუფი; ა.ა.ა.ბ) II ჯგუფი; ა.ა.ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამსახური; ა.ბ) საქმისწარმოების სამსახური; ა.გ) მონაცემთა დამუშავების ჯგუფი;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო: ზ1.ა) სატელეფონო კონსულტაციის სამსახური; ზ1.ბ) საინფორმაციო სამსახური.“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციები ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია: ა) სააგენტოს მიერ მიღებული განაცხადების საფუძველზე სამინისტროში არსებული ინფორმაციის დამუშავება; ბ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვა და გაცემა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოების ორგანიზება, შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა; ვ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივება; ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. 122 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 123 მუხლი: „მუხლი 123. მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციები მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება; ბ) სააგენტოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მართვა; გ) სააგენტოს საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; დ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ვ) ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები