„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 983
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017471
983
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
040030000.22.027.017471
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №983

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაძლო ზიანის პრევენცია, მისი კანონიერი ინტერესების დაცვა და აღსრულების ეროვნული ბიუროს განვითარების ხელშეწყობა.“.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია.“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“–„ლ14“ ქვეპუნქტები:

„ლ1) პოლიტიკის დოკუმენტებზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;

2) სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შიდა და სართაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება;

3) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

4) თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადება;

5) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

6) დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;

7) სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

8) ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

9) ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა; განხორციელებული წლიური საქმიანობის შინაარსობრივი თვალსაზრისით შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

10) თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება, საკვლევი თემატიკის ინიცირება (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა);

11) თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

12) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება;

13) ანალიტიკური მიმართულების განვითარების მეთოდოლოგიის შემუშავება;

14) თემატური პროექტების მართვაში მონაწილეობა;

15) სამინისტროს სისტემის ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;“;

დ) მე-4 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასამართლო წარმომადგენლობის სამსახური;“;

დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ანალიტიკური სამსახური.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო წარმომადგენ­ლობის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „თ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;

ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე1“, „ლ1“–„ლ15“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე