„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 984
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017472
984
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
040030000.22.027.017472
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №984

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულია ანალიტიკური სამსახური;“.

2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8​​2ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: იუსტიციის სახლის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, იუსტიციის სახლის საქმიანობის ანალიტიკური მხარდაჭერა, საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკურ საქმიანობაში და უწყებათაშორის საკოორდინაციო/სამუშაო ჯგუფებში იუსტიციის სახლის ჩართულობის უზრუნველყოფა;

დ) იუსტიციის სახლის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;

ე) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

ვ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება, მათ შორის, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება;

ზ) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად თანამშრომლებთან კომუნიკაცია;

თ) იუსტიციის სახლის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

კ) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირება;

ლ) იუსტიციის სახლის შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის – ანალიტიკური  სამსახურის ფუნქციებია:

ა) პოლიტიკის დოკუმენტებზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;

ბ) სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული იუსტიციის სახლის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

დ) თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება, საკვლევი თემატიკის ინიცირება (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა);

ე) თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების განზოგადება და საერთო რეკომენდაციების მომზადება;

ვ) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ძირითადი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და  სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზი;

თ) სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება, მათ შორის, იუსტიციის სახლის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შიდა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება;

ი) ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

კ) ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

ლ) ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების, გარდა დარგობრივი ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ანგარიშებისა, მომზადების პროცესში მონაწილეობა; განხორციელებული წლიური საქმიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

მ) სამინისტროს სისტემის ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;

ნ) თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

ო) იუსტიციის სახლის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე