დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 985 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017473 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ქართულად ნათარგმნი ტექსტების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულად ნათარგმნი ტექსტებისა და სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ტექსტების საქართველოს ნორმატიული აქტების მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებას/განთავსებას;“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების (გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) ინგლისურად, სხვა უცხო ენაზე ან/და ქართულად თარგმნას, საქართველოს საკანონმდებლო აქტების აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე – აფხაზურად, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული, ოსური) თარგმნას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნას; ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავებას;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ – ლ3“ ქვეპუნქტები: „ლ1) კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზს; ლ2) პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობას; ლ3) კანონმდებლობის ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ნათარგმნი ტექსტების მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებას/განთავსებას;“. 3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ 1“ – „მ 3“ ქვეპუნქტები: „მ1) კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზს; მ2) პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობას; მ3) კანონმდებლობის ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;“. 4. 10 1 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტების, აგრეთვე, სხვა საჭირო დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნას;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1“ ქვეპუნქტი; „ბ1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნას;“; გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავებას, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებასა და დახვეწას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები