„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 988
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017476
988
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
040030000.22.027.017476
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №998

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამტკიცებს სააგენტოს შიდა ორგანიზაციული პროცესებისა და საქმიანობის წარმართვის წესებს;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ამტკიცებს სისხლის სამართლის მედიატორთა ეთიკის კოდექსს;“.

2. მე-11 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდებულთა და არასრულწლოვან ბრალდებულთა ინდივიდუალური შეფასების სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და პროცესის ზედამხედველობა;

ბ) პრობაციის ბიუროებში ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება-ადაპტირება, განხორციელება და მართვა;

გ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, ფსიქო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგრეთვე, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზება;

ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, სპეციალისტების პროფესიული სტანდარტებით საქმიანობის ხელშეწყობა;

ვ) პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისად კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების ინიცირება, განხორციელება და მხარდაჭერა;

ზ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა და მონიტორინგი, მათ შორის: შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობა და მისი უწყვეტობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა, სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი, სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციისა და დაძლევის მხარდაჭერა, სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელება;

ი) პირობითი მსჯავრდებულისთვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) ყოფილ პატიმართათვის საჭირო სერვისების იდენტიფიკაცია და არსებული სერვისების შესახებ მათი ინფორმირება, სააგენტოსადმი მიმართვიანობის გაზრდა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტების განხორციელების გზით;

ლ) ყოფილი პატიმრების მიმართვიანობის აღრიცხვა/გადანაწილება, ბენეფიციარების შეფასება, მათი საჭიროებების გამოკვეთა და პროცესის მონიტორინგი;

მ) ყოფილი პატიმრების (ბენეფიციარების) ან/და მათი ოჯახის წევრებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება;

ნ) ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება, ადაპტირება, განხორციელება და მართვა;

ო) ამ პუნქტის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ეფექტიანი რეფერალური სისტემის განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;

პ) ამ პუნქტის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, პროგრამაში ჩართული სპეციალისტების მუშაობის ერთიანი სტანდარტით პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებითა და „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.

4.  ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“–„პ“ ქვეპუნქტებითა და „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.“.

3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13.  ანალიტიკური დეპარტამენტი

ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში სააგენტოს მონაწილეობის კოორდინაცია, პოლიტიკის დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსთვის განსაზღვრული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

ბ) სააგენტოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

გ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო ანალიტიკური ანგარიშებისა და მიმოხილვების მომზადება;

დ) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოშობილი რისკებისა და გამოწვევების შესწავლა/ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) თემატურ-დარგობრივი კვლევების, მათ შორის, კრიმინოლოგიური და შედარებით-სამართლებრივი კვლევების განხორციელება;

ზ) სააგენტოში მოქმედი პროგრამების შეფასება;

თ) სააგენტოს ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვის/განვითარების კოორდინაცია, თემატური პროექტების მართვა, თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ სექტორთან, საერთაშორისო და პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკის წარმოება – სტატისტიკური ფორმების შემუშავება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

5. მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის (გარდა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა) ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ან სხვა მოსამსახურე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურულ ერთეულს წარადგენს სხვა უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

ე) ასრულებს სააგენტოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს.“;

გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„71. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრებს, ხოლო სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სააგენტოს ცალკეული მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მათ უზრუნველყოფს სააგენტო.“.

6. დებულების დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე



დანართი №1

 

სსიპ  დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა


I. ემბლემის გრაფიკული გამოსახულება

II. ემბლემის აღწერილობა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა (შემდგომ – ემბლემა) მოიცავს საკუთრივ გამოსახულებას და ტიპოგრაფიულ ნაწილს, რომელიც განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ (მარცხენა მხარეს − ემბლემის გამოსახულება, ხოლო მისგან მარჯვენა მხარეს – ტიპოგრაფიული ნაწილი). ნაწილებს შორის დისტანცია უნდა იყოს ემბლემის სიგანის არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 პროცენტი.

2. ემბლემის ტიპოგრაფიული ნაწილი მოიცავს წარწერის ასოების განთავსებას ნუსხური (Uni Nusxuri Regular) შრიფტით, მუქი 70%-იანი ნაცრისფერი (#727376 R:114; G:115; B:118. C:0; M:0; Y:0; K:70). სიტყვები თავსდება სამ სტრიქონად, ემბლემის გამოსახულების მარჯვენა მხარეს, ქართულად ან ინგლისურად. ტიპოგრაფიული ნაწილის სიმაღლე არის ემბლემის გამოსახულების სიმაღლის იდენტური ზომის.

3. უშუალოდ ემბლემის გამოსახულება წარმოადგენს მეწამული ფერის, თეთრი ფერის არშიით შემოვლებულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველს ზემოდან ქვემოთ ფარის ცენტრისკენ მიმართული თეთრი ისრისებური ტეხილი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. შიდა მხარე წარმოადგენს მეწამული წითელი ფერის გამოსახულებას (#ED3237. R:237; G:50; B:55. C:0 M:100; Y:100; K:0), რომელიც შიდა ნაწილს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს ზემოდან ქვემოთ ფარის ცენტრისკენ მიმართული თეთრი ფერის ისრისებური ტეხილით (#FFFFFF. R:255; G:255; B:255. C:0; M:0; Y:0; K:0). ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია (#FFFFFF. R:255; G:255; B:255. C:0; M:0; Y:0; K:0).

4. ემბლემა გამოხატავს სახელმწიფო გერბის ფარს. სახელმწიფო გერბის ფარი და ორი ძირითადი სახელმწიფო ფერი – თეთრი და წითელი გამოყენებულია სახელმწიფოსთან იდენტიფიცირების მიზნით.  მთლიან ფარში თეთრი ტეხილით შემავალი ნაწილი არის მთავარი იდეის – პრობაციონერთა რესოციალიზაციის გამომხატველი. ემბლემის მთავარი აზრია გათავისუფლებისთვის მზადება, საკუთარი შესაძლებლობების განვითარება/რეალიზება, წარმატებისკენ სწრაფვა და განახლება, რაც გულისხმობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას.

 

 

დანართი №2

 

სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობა

I. სამსახურებრივი მოწმობის გრაფიკული გამოსახულება

 

II. სამსახურებრივი მოწმობის აღწერილობა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობა მოიცავს საკუთრივ გამოსახულებას და ტიპოგრაფიულ ნაწილს.

2. მოწმობის სრული ზომაა 85მმx53მმ. ზედა მხარეს 16 მმ-ზე დატანილია მეწამული წითელი ფერი (#ED3237. R:237; G:50; B:55. C:0 M:100; Y:100; K:0).

3. მოწმობის წინა მხარეს, ზედა მარცხენა კუთხეში (კიდიდან 6 მმ. დაშორებით) დატანილია სააგენტოს ემბლემა. ამის ქვემოთ, 4 მმ დაშორებით გამოყოფილია 16მმx20მმ ზომის ადგილი სააგენტოს მოსამსახურის ფოტოს განთავსებისთვის. ფოტოს ადგილის გვერდით 4 მმ დაშორებით 12pt ზომის, მთავრული (Uni Mtavruli Regular), 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100) შრიფტით, დატანილია მოსამსახურის სახელი და გვარი, ხოლო სახელისა და გვარის ქვემოთ, იდენტური შრიფტით, ზომა 6pt, – მოსამსახურის თანამდებობა. ფოტოს ადგილის ქვემოთ, 7 მმ დაშორებით, იდენტური შრიფტით, ზომა 7pt, დატანილია მოწმობის ნომერი. მის გვერდით 3 მმ დაშორებით კი დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ზომით 6მმ*4 მმ. მოწმობის მარჯვენა მხარეს შემოტანილია 17 მმ-იანი, მეწამული წითელი ფერის, სახელმწიფო გერბის ფარის ელემენტი, ხოლო მის ქვეშ, 3 მმ დაშორებით, განთავსებულია მოწმობის მოქმედების ვადა, შრიფტის ზომით – 10pt, 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100).

4. მოწმობის უკანა ზედა მხარეს 19 მმ-ზე დატანილია მეწამული წითელი (#ED3237. R:237; G:50; B:55. C:0 M:100; Y:100; K:0). ზედა მარცხენა კუთხეში (კიდიდან 6 მმ დაშორებით) დატანილია სააგენტოს ინგლისურენოვანი ემბლემა. ამის ქვემოთ მარცხენა კუთხეში ლათინური შრიფტით განთავსებულია მოწმობის მოქმედების ვადა, შრიფტის ზომით – 10pt, 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100). მოწმობის უკანა მხარეს მარჯვენა კუთხეში დატანილია სააგენტოს ვებგვერდი, შრიფტის ზომით – 10pt, 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100). 

5. სამსახურებრივი მოწმობა გამოიყენება სამსახურებრივი საქმიანობის პერიოდში, მოსამსახურის იდენტიფიცირებისთვის.

6. სამსახურებრივი მოწმობა მოქმედებს მისი გაცემიდან 4 წლის განმავლობაში.