„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 991
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017479
991
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
040030000.22.027.017479
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №991

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.11.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016959) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანალიტიკური სამსახური.“.

2. 36-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 36. ანალიტიკური სამსახური“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანალიტიკური სამსახურის მიზანია კვლევების, ინოვაციებისა და ბიზნესანალიტიკური პროცესების ეფექტური მართვით სააგენტოს საქმიანობის სწრაფი და მუდმივი განვითარება; ასევე, სახელმწიფო მომსახურების სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

 „ა1) სააგენტოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;“;

დ) მე-3 პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს საქმიანობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი; თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება,  საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების, მათ შორის, თემატურ-დარგობრივი და შედარებით-სამართლებრივი კვლევების დაგეგმვა, განხორციელება, კვლევების შედეგების თავმოყრა და ანალიზი; კვლევების შედეგების ხელმძღვანელობისა და უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის/სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენა;“;

დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;“;

დ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოს საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, მათ შორის, ანალიტიკური მიმართულების განვითარების მეთოდოლოგიის შემუშავება; ინსტრუმენტების შექმნა და მუდმივი განვითარება; გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება;“;

დ.დ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სამსახურის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება სააგენტოს თავმჯდომარისა და სამინისტროსთვის წარდგენის მიზნით;“;

დ.ე) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“–„ჰ“ ქვეპუნქტები:

„ჩ) ნებისმიერი იერარქიის პოლიტიკის დოკუმენტზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება;

ც) სააგენტოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ძ) ძირითადი სტატისტიკისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზი;

წ) სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება, მათ შორის, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შიდა და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება;

ჭ) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება;

ხ) სამინისტროს სისტემის ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;

ჯ) თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

ჰ) სააგენტოს ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა; განხორციელებული წლიური საქმიანობის შეფასება (შინაარსობრივი თვალსაზრისით) და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე