თიანეთის მუნიციპალიტეტის დ.თიანეთში ხაწირის ტყეპარკთან მიმდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დ.თიანეთში ხაწირის ტყეპარკთან მიმდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-131. 131240602
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016016
გ-131. 131240602
29/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
000000000.00.154.016016
თიანეთის მუნიციპალიტეტის დ.თიანეთში ხაწირის ტყეპარკთან მიმდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება: გ-131. 131240602

2024 წლის 29 თებერვალი

 

თიანეთის  მუნიციპალიტეტის  დაბა თიანეთში ხაწირის ტყეპარკთან მიმდებარე  უსახელო  ქუჩების  სახელდების  შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში ხაწირის ტყეპარკთან მიმდებარე ახალი დასახლების უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი №1-ის და თანდართული რუკების შესაბამისად.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით თიანეთის რაიონულ სასამართლოში (დაბა თიანეთი, რუსთავლის ქ. №47).

 

 თიანეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე                        სოსო მამულაშვილი