„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N103/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N103/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018498
80/ნ
18/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
430210000.22.022.018498
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N103/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N103/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №80/ნ

2024 წლის 18 მარტი

ქ.თბილისი

 

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №103/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №103/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017962) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
მუხლი 21
დაევალოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება 2025 წლის 31 დეკემბრამდე ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შესაქმნელად.“.
 
3. პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის“:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სწავლის შედეგებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობა
1. საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც ხდება კვალიფიკაციის მინიჭება, აღწერილი უნდა იყოს სწავლის შედეგებით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ჩარჩოს ერთ-ერთი დონის განზოგადებულ სწავლის შედეგებთან და საგანმანათლებლო სტანდარტთან (არსებობის შემთხვევაში). 
2. ამ წესის მიზნებისთვის, საგანმანათლებლო სტანდარტს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ან ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ რეგისტრირებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი (არსებობის შემთხვევაში).
3. ჩარჩოს, საგანმანათლებლო სტანდარტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება დეტალიზაციის ხარისხით. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები არის ყველაზე კონკრეტული და დაკავშირებულია სწავლის სფეროსთან.  სწავლის სფეროს უკავშირდება ასევე საგანმანათლებლო სტანდარტი, თუმცა, მასში აღწერილი სწავლის შედეგები საგანმანათლებლო პროგრამაში აღწერილ სწავლის შედეგებზე ზოგადია (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან, საგანმანათლებლო სტანდარტი აკონკრეტებს და აზუსტებს ჩარჩოს სწავლის შედეგებს. ჩარჩოს დონის აღმწერები არის ზოგადი, ნეიტრალური და არ  უკავშირდება სწავლის ან/და დასაქმების რომელიმე სფეროს. ჩარჩოთი განისაზღვრება შესაბამისი დონის მინიმალური და განზოგადებული სწავლის შედეგები. 
4. პროფესიული განათლების სფეროში ჩარჩოს და  პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სწავლის შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება დეტალიზაციის ხარისხით. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი უკავშირდება სწავლის სფეროს და მასში აღწერილი სწავლის შედეგები უცვლელად გადადის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში აღწერილ სწავლის შედეგებში. დაუშვებელია ჩარჩოს დონის აღმწერის სწავლის შედეგების უცვლელად გადატანა პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში. 
5. საგანმანათლებლო პროგრამის და მისი შესაბამისი კვალიფიკაციის სწავლის შედეგების შესაბამისობა ჩარჩოს დონის აღმწერთან, აგრეთვე, საგანმანათლებლო სტანდარტის სწავლის შედეგების შესაბამისობა ჩარჩოს დონის აღმწერთან განისაზღვრება ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძველზე.
6. სწავლის შედეგებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი კვალიფიკაციების შემდგომი განვითარებისათვის, ცენტრი:
ა) ახორციელებს კოორდინირებულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირებადი პროგრამების მარეგულირებელ ორგანოებთან საგანმანათლებლო სტანდარტის (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა) შემუშავების, შემდგომი განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ახორციელებს კოორდინირებულ საქმიანობას საერთაშორისო დონეზე რეგულირებადი პროფესიების შესაბამის დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან და არსებობის შემთხვევაში პროფესიულ ასოციაციებთან, საერთაშორისო დონეზე არსებული რეგულირებადი პროფესიებისთვის დადგენილი მინიმალური მომზადების პირობების გათვალისწინებით, ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტის (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა) შემუშავების, შემდგომი განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;
გ)  უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო სტანდარტის – უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, ქმნის და ადმინისტრირებას უწევს უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოებსა და დარგობრივ სამუშაო ჯგუფებს.“;
ბ) მე-6 მუხლის:
ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესში,  კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის და მისი შესაბამისი კვალიფიკაციის სწავლის შედეგის შესაბამისობა საგანმანათლებლო სტანდარტთან ან/და ჩარჩოს ერთ-ერთი დონის აღმწერთან, დგინდება ცენტრის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41. გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესში, კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და მისი შესაბამისი კვალიფიკაციის სწავლის შედეგების შესაბამისობა დგინდება საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე.“;
გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესი
1. კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად იქმნება კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრი.
2. კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრი წარმოადგენს ცენტრალიზებულ ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციების, მათი შესაბამისი პროგრამებისა და ამ პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ ინფორმაციას. 
3. კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში კონკრეტული კვალიფიკაციის შეტანის მიზნით, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს (EQF-LLL) მეექვსე დანართის მიხედვით და ეროვნული საჭიროებების გათვალისწინებით, რეესტრში კვალიფიკაციების ასახვისთვის საჭირო ინფორმაცია განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით. 
4. კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის ძირითად წყაროს წარმოადგენს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში დაცული მონაცემები (გარდა პერსონალური მონაცემებისა), რომელთა სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მონაცემის ასახვაზე  ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების ადმინისტრირების წესებით განსაზღვრული სუბიექტი.“; 
დ) მე-9 მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონიტორინგის მიზანია ჩარჩოს შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. მონიტორინგის მეშვეობით შესასწავლი საკითხები დეტალურად აღიწერება მონიტორინგის გეგმით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩარჩოს მიზნებს, ჩარჩოს დონის აღმწერებს, ტერმინოლოგიას, კვალიფიკაციებსა და კვალიფიკაციების შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ასევე, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის ფუნქციონირებას. მონიტორინგის განხორციელებისას შესწავლილ უნდა იქნეს მიღწეული პროგრესი, დადგინდეს არსებული ხარვეზები, პრობლემები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები.“;
დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სააგენტო ცენტრთან თანამშრომლობით, პროფესიული კვალიფიკაციების ნაწილში მონაწილეობს ჩარჩოს მონიტორინგის გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგის პროცესის განხორციელებაში.“;
დ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად ცენტრის დირექტორისთვის წარდგენამდე, ჩარჩოს მონიტორინგის გეგმა თანხმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილ საკონსულტაციო კოლეგიურ ორგანოსთან, ხოლო ჩარჩოს მონიტორინგის ანგარიში, დამატებით, ცენტრის დებულებით განსაზღვრულ მართვის ორგანოსთან.“.
ე) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10.  გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კვალიფიკაციების ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით,  წარმოიშობა ელექტრონული რეესტრის ამოქმედების შემდეგ.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი