„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4462
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016730
4462
28/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
000000000.00.00.016730
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №4462

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის

„ნ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით, სადაც დაშვება აქვს მხოლოდ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამშრომლებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

სამსახურის უფროსი    ლევან კაკავა