დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №333 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024452 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №333 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2023, 300160070.10.003.024166) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირი, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, აღებული აქვს სერტიფიკატი, ვალდებულია 2024 წლის 1 აპრილამდე მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახოს მის მფლობელობაში არსებული გაუხარჯავი მაცივარაგენტების მარაგები (მათი არსებობის შემთხვევაში).“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირები, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე ფლობდნენ/ფლობენ „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვას, ვალდებული არიან 2024 წლის 1 აპრილამდე მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახონ სათანადო ინფორმაცია, მათ შორის, მათ მფლობელობაში არსებული გაუხარჯავი მაცივარაგენტების მარაგების (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები