„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024449
57
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
300280000.10.003.024449
„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №57

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2021, 300280000.10.003.022682) და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



                                                                         „დანართი №1

განცალკევების პროცესის განხორციელების პარალელურად და მისი დასრულების შემდგომ, გამონაკლისის სახით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“/„გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ მიერ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ თანამშრომლობით დასასრულებელი მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი:

 

პროექტის დასახელება

სიგრძე, კმ

DN, მმ

დასრულების დრო

ქობულეთის განშტოება

 

18,3

500

2024

ნატახტარი-წილკანი-ქსანი

18,2

700

2023

საჰაერო გადასასვლელი არაგვზე საგურამოში

2,9

700

2025

ხაშური-ზესტაფონი 

70

700

2026

ასპინძა-ქოთელია

23

300

2026

ლეხურა-სვენეთი

20,6

700

2025

ახალციხე-უდე

16

300

2026

 

 

ლოკალური აღდგენითი (კაპიტალური) სამუშაოები

2021 – 2026

საჭიროების შემთხვევაში, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გადასცემს „გადამცემი ქსელის მესაკუთრეს“ საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა უფლებასა და ვალდებულებას (სადაც ეს შესაძლებელია), რაც საჭიროა 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დაწყებული ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროექტების ეფექტიანი და შეუფერხებელი დასრულების უზრუნველსაყოფად.

შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“, სულ მცირე, წელიწადში 2-ჯერ უნდა წარუდგინოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, პროექტების მიმდინარეობას გაუწიოს ზედამხედველობა.

ზემოხსენებული პროექტების დასრულების შემდეგ შესაბამისი აქტივები აისახება „გადამცემი ქსელის მესაკუთრესა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში.“.