დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024440 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) დანართ №1.16-ის („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. HER-2 რეცეპტორ-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზისა და HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით შესყიდული ის მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, გაიცემა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეებზე, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი პროგრამებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები