დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგეში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.024447 |
|
„პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგეში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2017, 010320000.10.003.019924) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეორე რანგს ანუ საშუალო მმართველობით დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის, საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობა.“. 3. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობა;“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანართის 2.2 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.21 გრაფა:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები