„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.103.016435
8
29/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
010250040.35.103.016435
„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 29 თებერვალი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის   დამტკიცების შესახებ“ მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  22 ნოემბრის  №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge   28.11.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.103.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

დადგენილებით   დამტკიცებული  რეგლამენტის  პირველი  მუხლის მე-7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რეაქციით: 

„7. საკრებულოს საქმისწარმოება და საკრებულოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

ა) საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა – ქართული;

ბ) საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება;

გ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად;

დ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA“-ს მეშვეობით;

ე) საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA“-ით;

 ვ) საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი;

ზ) მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები;

თ) ამ მუხლის ,,ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

თ.ა) სახელი;

თ.ბ) გვარი;

თ.გ) პირადი ნომერი;

თ.დ) დაბადების თარიღი;

თ.ე) სქესი;

თ.ვ) მოქალაქეობა;

თ.ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ.თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

თ.ი) ფოტოსურათი;

ი) ამ მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

კ) მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მონაცემთა  დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია  მის შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა გასცეს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-13-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ინფორმაცია.  მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 10 დღით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ლ) პერსონალური მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, მონაცემთა  სუბიექტის ინფორმირება.  თანხმობად მიიჩნევა  მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;

მ) საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“    მე-13, მე-20,  24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამ მუხლის მიზნებისთვის,  მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას,  როგორც დამუშავებაზე  პასუხისმგებელი  პირი, ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის  მეშვეობით, რომელიც მერიის შტატით განსაზღვრულ პოზიციაზე მიღებულია კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით და მისი ფუნქციები გაწერილია სამუშაოთა აღწერილობის შესახებ დოკუმენტში.“.

   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე