„ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300050000.18.011.016831
47/04
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
300050000.18.011.016831
„ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №47/04

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 სექტემბრის №206/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 19/09/2018; ს/კ: 300050000.18.011.016336) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე“;

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-40 მუხლის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის თანდართული წესი.“;

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესი“;

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების (შემდგომში – ფასიანი ქაღალდები) რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესებს.

2. ყველა ფასიანი ქაღალდი ფასიანი ქაღალდების რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად.

3. ეს წესი არ ვრცელდება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ემისიასთან, ფლობასთან და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ლიცენზირებული რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია ამ რეესტრში რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი  ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, რომელსაც რეგისტრირებული მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას,  ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან სხვა ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში და რეგისტრირებული მფლობელის სასარგებლოდ ჩაერთოს ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში;“;

ბ.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ლიცენზირებული რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს  ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;“;

გ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ემიტენტის საემისიო ანგარიში – სადაც აღირიცხება გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მომავალში გადაირიცხება შესაბამის პირად ან ნომინალური მფლობელის ანგარიშებზე ან ანულირდება მათი გაუქმების შემთხვევაში;“;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელი

1. ნომინალურ მფლობელობაში გადაცემულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების გადაცემა (გასხვისება, დაგირავება), აგრეთვე აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე კლიენტის საკუთრების უფლება დასტურდება შესაბამისი ნომინალური მფლობელის მიერ წარმოებული სუბრეესტრის ჩანაწერით.

2. პირად ანგარიშზე რიცხული ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას, რეგისტრატორი ვალდებულია გადაცემული ფასიანი ქაღალდები გადაიტანოს ნომინალური მფლობელის ანგარიშზე.

3. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზირებული რეგისტრატორი ვალდებულია ნომინალურ მფლობელებს მოსთხოვოს მის ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის ვინაობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნომინალური მფლობელი ვალდებულია რეგისტრატორს არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარუდგინოს მის სუბრეესტრში აღრიცხულ რეგისტრირებულ მფლობელთა სია (მათ შორის, ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ), მათი ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციისა და მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და კლასის მითითებით.

4. ემიტენტს ან/და ემიტენტის მიერ უფლებამოსილ რეგისტრატორს უფლება აქვს, ნომინალური მფლობელისგან მოითხოვოს კორპორაციული ქმედებების განსახორციელებლად საჭირო, რეგისტრირებულ მესაკუთრესთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი/სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო დეტალები;

ბ) ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, რომლებსაც რეგისტრირებული მესაკუთრე თავის სასარგებლოდ ფლობს, ფასიანი ქაღალდების კლასების/კატეგორიებისა და ფლობის დაწყების თარიღების მითითებით.

5. ნომინალური მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის (მაგალითად, აქციონერთა საერთო კრებების მოწვევის, გლობალური ოპერაციების და სხვათა შესახებ) მიწოდება, რომელიც ნომინალურ მფლობელს ემიტენტისაგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისაგან ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირისაგან ეცნობება.

6. ფასიანი ქაღალდების ნომინალურად ფლობასთან მიმართებით, შესაბამისად, აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის“ მე-3 მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-4-მე-6 მუხლებითა და მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით დადგენილი დებულებები.“;

ე) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. რეკონსილაციების წარმოება

1. ლიცენზირებულმა რეგისტრატორმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მასთან არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული  ფასიანი ქაღალდების რაოდენობა უდრიდეს ლიცენზირებულ რეგისტრატორთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული  ფასიანი ქაღალდების ჯამს.

2. თუ ფასიანი ქაღალდები გადაცემულია ნომინალურ მფლობელობაში, ნომინალურმა მფლობელმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნომინალური მფლობელის მიერ რეგისტრატორთან ან სხვა ნომინალურ მფლობელთან გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა შეესაბამებოდეს იმ ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც აღრიცხულია ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რეკონსილაციები უნდა განხორციელდეს,  სულ მცირე, ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა