დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016525 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №17 დადგენილების დანართში (სსმ, ვებგვერდი, 28/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016498) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულებისა და სასწავლო, ინტელექტუალურ, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.“. |
2.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლე – მოსწავლე, რომელიც გაიმარჯვებს/დაიკავებს საპრიზო ადგილს რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასწავლო, ინტელექტუალურ, შემოქმედებით კონკურსებსა ან/ სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი სასკოლო გუნდის წევრი.“. |
3.
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. გუნდის წევრზე ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) რეგიონული კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 100 ლარით; ბ) რესპუბლიკური კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 200 ლარით; გ) საერთაშორისო კონკურსი/შეჯიბრება – განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 300 ლარით.“. |
4.
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სასკოლო გუნდის წევრმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარმოადგინოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა მისი სასკოლო გუნდის წევრობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები