პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016031
30
29/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
010100000.78.091.016031
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №30

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და  სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის  დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40​ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58 მუხლის და  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
1. დამტკიცდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და  სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40​2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამშრომლისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აგვისტოს №09 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 12/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016009).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი




პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომ – სპეციალური წოდება) მინიჭებისა და სპეციალურ წოდებაში დაქვეითების პროცედურას და პირობებს.

მუხლი 2. სპეციალური  წოდებები

1. სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  სპეციალური წოდება.

3. სამსახურის თანამშრომლის ზღვრული სპეციალური წოდება განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით.

მუხლი 3. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) საშუალო სპეციალური წოდება:

ა.ა) უმცროსი იურისტი – 1 წელი;

ა.ბ) III კლასის იურისტი – 2 წელი;

ა.გ) II კლასის იურისტი – 3 წელი;

ა.დ) I კლასის იურისტი – 3 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება:

ბ.ა) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი;

ბ.ბ) იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი;

ბ.გ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი.

2. უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭებისას (იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი) სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.

3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება სამსახურის უფროსის მიერ თანამშრომლისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების დღიდან.

4. თუ მოსამსახურე სამსახურში გადმოვიდა ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან, სამსახურში მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.

მუხლი 4. სპეციალური  წოდების  მინიჭება

1. საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებას თანამშრომლებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი.

2. თანამშრომელს სპეციალური წოდება ენიჭება ინდივიდუალურად, მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

3. პირს, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ან სპეციალური წოდება, ენიჭება უმცროსი იურისტის სპეციალური წოდება.

4. პირს, რომელიც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე დაწესებულებაში მსახურობდა და დაინიშნა სამსახურში, სპეციალური წოდება მიენიჭება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდებით სამსახურში დანიშვნისას მიენიჭება უმცროსი იურისტის სპეციალური წოდება;

ბ) სამხედრო ან სპეციალური წოდებით სამსახურში დანიშვნისას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

5. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც სამსახურში დანიშვნის დროისათვის გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამსახურში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება სამსახურის შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას.

6. ამ ბრძანების მიზნებისთვის, სამხედრო წოდებები უთანაბრდება სამსახურში მოქმედ სპეციალურ წოდებებს შემდეგნაირად:

ა) უმცროსი იურისტი – რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი, მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი;

ბ) III კლასის იურისტი – ლეიტენანტი;

გ) II კლასის იურისტი – უფროსი ლეიტენანტი;

დ) I კლასის იურისტი – კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი;

ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – მაიორი, III რანგის კაპიტანი;

ვ) იუსტიციის მრჩეველი – ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი;

ზ) იუსტიციის უფროსი მრჩეველი – პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი;

თ) იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი – ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი;

ი) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი – გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.

7. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.

8. მორიგი სპეციალური წოდება თანამშრომლებს ენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

9. თანამშრომელს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სამსახურებრივი შემოწმება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე.

მუხლი 5. სპეციალური წოდების  ვადამდე  მინიჭება

1. თანამშრომელს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) შეფასების შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის.

2. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება დასაშვებია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ.

მუხლი 6. სპეციალურ წოდებაში  ერთი  საფეხურით  დაქვეითება

1. დისციპლინურ სახდელად სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების გამოყენების უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს.

2. იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც ერთი საფეხურით დაქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითებიდან მეორე დღეს.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია წოდებაში დაქვეითებულ თანამშრომელს აღუდგინოს წოდება წოდებაში დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.

მუხლი 7. სპეციალური წოდების  ჩამორთმევის  წესი

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სპეციალური წოდების ჩამორთმევის გამოყენების უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

3. იმ თანამშრომლის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.

4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.

მუხლი 8. სპეციალური  წოდების  მინიჭების  ორგანიზაციული  უზრუნველყოფა

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

მუხლი 9. სოციალური დაცვის  გარანტიები

1. სპეციალური წოდებისთვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში თანამშრომელს უფლება აქვს მიიღოს ყველა ის დანამატი, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

3. უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.