„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016725
18
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
010250050.35.137.016725
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2024 წლის 29 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022,  010250050.35.137.016593) კერძოდ:

ა) დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი 4-ის შესაბამისად“;

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ; 

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირველკურსელის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

ვ) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

თ) პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. სწავლის დასაფინანსებლად სამშენებლო ან/და არქიტექტურის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ ან/და იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან ერთ-ერთი მშობლის ცნობა მრავალშვილიანობის სტატუსის შესახებ;

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

ზ)პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის I თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

I თავი

ზოგადი დებულებანი

ე)დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ფინანსური დახმარების მერის სტიპენდიისა და მერის  ჯილდოს გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განათლების დარგში წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების  გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე და წარჩინებულ კურსდამთავრებულზე მერის სტიპენდიისა და ჯილდოს გაცემის წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულის, ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური ხელშეწყობის გაცემის გზით.

3. ფინანსური დახმარების დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან “;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმატებული სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი და ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);“;

ზ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

II თავი

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა“

თ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 3. წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარება“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა.“;

კ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 4. წარმატებული სტუდენტებისათვის და წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია“;

მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი