დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016391 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა" N238 (22,404), 29.12.06, გვ.6) და დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებული სსიპ – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ცენტრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. მთავრობას შეუძლია ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების საფუძველზე გადასცეს მინისტრს. დელეგირების შემთხვევაში, დირექტორს, არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები