დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170050.22.026.017212 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შესრულებაში მიიღებს უარყოფით შეფასებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იგი ვალდებულია მისი ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს აღნიშნული ნორმატივები. პირველი გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას და სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია პირველი გადაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში კვლავ გადააბაროს იგი. მეორე გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება ასევე იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების მეორე გადაბარებისას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მისი მოქმედების პერიოდში, უფლება აქვს სურვილის შესაბამისად კვლავ გადააბაროს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივები, ამ შემთხვევაში ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა დამატებით არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურემ ფიზიკური ნორმატივები ჩააბარა, მას უნდა მოეხსნას საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველა ზომა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იუნკერზე და ოფიცერთა საკანდიდატო კურსის მსმენელზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები