დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 02-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 29/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016031 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომიტეტის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტის წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭო.“. 2. XIX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIX გარდამავალი დებულებები მუხლი 128. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662 და 1995 წლის 14 ივნისის №759 დადგენილებების შესაბამისად, 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და 1992 წელს აფხაზეთიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული შესაბამისი წევრებით. მუხლი 129. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 21 ნოემბრის კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე არჩეული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 21 ნოემბრის კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე არჩეული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 10 აპრილამდე.“. |
მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
29 თებერვალი 2024 წ. ქ. თბილისი N02-ს
|
დოკუმენტის კომენტარები