ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016847
80
20/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
000000000.00.101.016847
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №80

2024 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ  

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ნაძალადევის  რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელს მიენიჭოს  ახალგორის ქუჩის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ნაძალადევის  რაიონში, ქართლის II შესახვევს მიენიჭოს ახალგორის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქართლის II შესახვევის  სახელდებასთან დაკავშირებით მოქმედი ყველა გადაწყვეტილება.

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე