ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის III შესახვევისთვის, გუჯარეთის II ქუჩისთვის, მელაანის I და II ჩიხისთვის პოლიტიკური მოღვაწის, რაჟდენ არსენიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის III შესახვევისთვის, გუჯარეთის II ქუჩისთვის, მელაანის I და II ჩიხისთვის პოლიტიკური მოღვაწის, რაჟდენ არსენიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016844
77
20/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
000000000.00.101.016844
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის III შესახვევისთვის, გუჯარეთის II ქუჩისთვის, მელაანის I და II ჩიხისთვის პოლიტიკური მოღვაწის, რაჟდენ არსენიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №77

2024 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის III შესახვევისთვის, გუჯარეთის II ქუჩისთვის, მელაანის I და II ჩიხისთვის პოლიტიკური მოღვაწის, რაჟდენ არსენიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში,  მელაანის III შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს პოლიტიკური მოღვაწის რაჟდენ არსენიძის ქუჩის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ისნის რაიონში, გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს პოლიტიკური მოღვაწის რაჟდენ არსენიძის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ისნის რაიონში, გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს პოლიტიკური მოღვაწის რაჟდენ არსენიძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

4. ისნის რაიონში, მელაანის I და II ჩიხებს მიენიჭოს პოლიტიკური მოღვაწის რაჟდენ არსენიძის II და III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

6. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         გიორგი ტყემალაძე