შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6/2-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 26/02/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
სარეგისტრაციო კოდი
6/2-რ
26/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის  ბრძანება №06/2-

2024 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და შპს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2-ის 2024 წლის 13 თებერვლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს შპს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400365341, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N012062) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2-ს  და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                         დავით ონოფრიშვილი