„სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 დეკემბრის N104/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 დეკემბრის N104/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.22.022.018493
75/ნ
13/03/2024
ვებგვერდი, 13/03/2024
280010000.22.022.018493
„სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 დეკემბრის N104/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №75/ნ

2024 წლის 13 მარტი

ქ.თბილისი

 

„სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 დეკემბრის №104/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ, 30/11/2023) შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 29 დეკემბრის №104/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 30/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.22.022.018104) პირველი მუხლით დამტკიცებული „სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ბრძანების მოქმედების სფერო

ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – მანდატურის სამსახური) სოციალური მუშაკის სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი