„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016390
04
27/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
010250050.35.133.016390
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2024 წლის 27 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2016 ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016195) და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები შემდეგი სახით:

ა)   დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში“ ჩანაწერი  „გამგებლის“, „გამგეობა“, „გამგეობის“, შეიცვალოს ჩანაწერით  „მერის“, „მერია“, „მერიის“;

გ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი.

2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

3. საბჭოს თავმჯდომარეა ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კურატორი).

4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა შედიან:

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი;

გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) ა(ა)იპ „ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ დირექტორი;

ვ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები;

ზ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სერვისცენტრის უფროსი;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ სამი წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიებისა და მიმართულებების მიხედვით მერს წარუდგენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები ან/და მათი ორგანიზაციები. საბოლოო შერჩევა-დამტკიცებას ახდენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.

7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.

9. საბჭოს აქვს უფლება შექმნას თემატური ჯგუფები, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩართოს ისინი საბჭოს სხდომისას სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით.

10. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“;

დ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში“ ჩანაწერი  „პირველი მოადგილე“ შეიცვალოს ჩანაწერით  „მოადგილე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს  კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

 


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე