,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018491
73/ნ
29/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
040030000.22.022.018491
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №73/ნ

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017764) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“ (შემდგომ – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურს აქვს ემბლემა და სხვა სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;“;

 ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1-4“ ქვეპუნქტები:

„გ1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა;

2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების განხორციელება/განვითარება;

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა;

4) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებს;“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი (სამმართველო).”.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. შიდა აუდიტის სამმართველოს უფლებამოსილებები

1. შიდა აუდიტის სამმართველო ხელმძღვანელობს დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. შიდა აუდიტის სამმართველოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

გ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება;

დ)  სამსახურში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

ე) სამსახურში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ვ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ზ) აუდიტორული შემოწმებისას, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას შესაბამისი ორგანოს ინფორმირება;

თ)   შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ უფროსის პერიოდული ინფორმირება;

ი) შიდა აუდიტის წლიური ანგარიშის მომზადება, რომელშიც აისახება ინფორმაცია  განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ,  ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამსახურში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ, შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში), გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ, ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე და წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;

კ) წლიური და სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი;

ლ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება და უფროსისთვის წარდგენა;

მ) მოთხოვნისთანავე სამსახურის სისტემის მოსამსახურეთაგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის მიღება;

ნ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით დასაქმებულთაგან ახსნა - განმარტების მიღება;

ო) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

პ) ამ დებულებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამსახურის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

6. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;“.

7. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

,,მუხლი 121. ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) უფლებამოსილებები

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) უფლებამოსილებებს განეკუთვნება: 

ა) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  განსაზღვრა/იდენტიფიკაცია, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო  პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; 

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში მანდატურთათვის/უფლებამოსილი პირებისთვის, ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საგანმანათლებლო ტრენინგების და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;

დ) საჯარო სკოლების მიერ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პროფესიული ზედამხედველობის გაწევა საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პროცესზე;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებისთვის კონსულტაციის გაწევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებზე;

ზ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით მეთოდოლოგიური რესურსის, ტრენინგ-მოდულებისა და კონცეფციების შემუშავება;

თ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული, ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისი დამუშავება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

კ) ჯამური – კვარტალური, წლიური ანალიზის და ანგარიშების წარმოება და ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;

ლ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან.“.

მუხლი 2
1.  ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4, და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მე-3 მუხლის  „გ1-გ3“ ქვეპუნქტები, მე-3, მე-4 პუნქტები და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების 121 მუხლის „ბ-ლ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ4“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების 121 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი