,,სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017135
18/ნ
28/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
470230000.22.035.017135
,,სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4  ივნისის №01-53/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2021; 470230000.22.035.016880) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (,,სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები“):

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.გ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.გ) ბენეფიციარის  შესახებ არსებული ინფორმაცია (მომართვა, შეფასება, ჩარევის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, ვიზიტის ჩანაწერები, სხვადასხვა იურიდიული თუ სამედიცინო  დოკუმენტაცია და სხვა), რომლის გაცემაც ნებადართულია (საქართველოს კანონით ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ‘‘ და სხვა საკანონმდებლო აქტებით)  მიეწოდოს   ბენეფიციართან მომუ შავე სხვადასხვა პროფესიონალს, სახელმწიფო უწყებასა და სასამართლოს, მხოლოდ მათი ოფიციალური (წერილობითი) მომართვის და ბენეფიციართან/კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ თანხმობის დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი. თუმცა ბენეფიციარის თანხმობა არ უნდა გახდეს ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის ავტომატურად გაცემის საფუძველი, განსაკუთრებით, თუ ბენეფიციარი არის არასრულწლოვანი, სოციალურმა მუშაკმა ინფორმაციის გაცემის დროს უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე:

გ.გ.ა) თუ  ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი არ ეთანხმება ინფორმაციის გაცემას, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციის ადმინისტრაცია ინფორმაციას გასცემს მხოლოდ სასამართლო დადგენილების ან კანონმდებლობის საფუძველზე;

გ.გ.ბ) თუ არსებობს ბენეფიციარზე ძალადობის ან ბენეფიციარის მიერ თვითდაზიანების ან სხვების დაზიანების რისკი (რაც სოციალური მუშაკის მიერ დადგენილ იქნა ბენეფიციართან მისი უშუალო მუშაობის დროს) და ამავდროულად ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს უარს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, მაშინ სოციალური მუშაკი ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და ოქმის შედგენის შედეგად გადასცემს ამ ინფორმაციას პოლიციას და სხვა შესაბამის სტრუქტურას);‘‘.

2. №2 სქოლიო ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  2024 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი