„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016684
92
28/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
190020020.35.123.016684
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №92

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №90020020.35.123.016426), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №2 და №3 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(№2 და №3 დანართები წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია

დანართი № 2

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 14 მოსამსახურე. მათ შორის:

1. საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი – 2 ერთეული;

2. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 1 ერთეული;

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული;

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე – 2 ერთეული;

5. მოწვეული სპეციალისტი – 6 ერთეული;

6. სპეციალისტი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი) – 1 ერთეული;

7. დამხმარე მოსამსახურე – 1 ერთეული.

დანართი № 3

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის შესახებ

№ რიგზე

თანამდებობის დასახელება

ერთეულის  რაოდენობა

თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ლარში

საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირი: 18 ერთული. მათ შორის:

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

1

6105

2.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

4775

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

4231

4.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

3325

5.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2

2926

6.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

7

2394