დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016289 |
|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანების (ვებგვერდი, 20/09/2022; სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016245) ,,ა’’ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13 1. საპატიო მიზეზით, გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოსაცდელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევა ერთი თვის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გამოცდის განმეორებით ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევა: ა) გამოსაცდელს, რომელმაც ვერ ჩააბარა სასერტიფიკატო გამოცდა, მაგრამ დააგროვა ქულათა მაქსიმალური ოდენობის 60% ან მეტი; ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები