დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ერისიმედი, მაშნაარი, ვაქირი) ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | გ-55. 55240573 |
დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.168.016027 |
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ერისიმედი, მაშნაარი, ვაქირი) ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი №1). 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი №2). 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი №3). 4. გადაწყვეტილება გაეგზავნოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები