დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016561 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.12.2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა“) მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „18. ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს ერთჯერადად;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „20. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „21. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე (სადაც ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს: ა) პირველი შვილის შეძენისას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) მეორე შვილის შეძენისას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) მესამე შვილის შეძენისას – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით; დ) მეოთხე და შემდგომი შვილის შეძენისას – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები