დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016617 |
2
26/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
210020010.35.132.016617
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის 71 პუნქტის, 123 და 178 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს საკონტეინერო მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი 1 კონტეინერისთვის განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით. |
მუხლი 2 |
1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 178 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელი სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე ამ მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.
2. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 178 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები