„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016524
420
23/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
010250050.35.157.016524
„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №420

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №408 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 29/12/2023; 010250050.35.157.016512):

1. დადგენილების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“  მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტისა და 96-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2.  „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. პროგრამის რეგულირების სფერო და მოსარგებლეები

1. პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან,   პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.

2. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არაუმეტეს ორი ქვეპროგრამით.

3. პროგრამით გათვალიწინებული მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქმნება ინტერდისციპლინური გუნდი, რომელიც კოლეგიალურად განიხილავს საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. 

4. პროგრამით მოსარგებლეები არიან:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალუტეტის ტერიატორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან;

ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე