„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016523
419
23/02/2024
ვებგვერდი, 27/02/2024
010250050.35.157.016523
„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №419

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

 

,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2023; 010250050.35.157.016509) დამტკიცებული „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამაში“:

1. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“   მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „პ“ ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„პძალადობის მსხვერპლთა, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის,  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება“.

2. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“   მე-13 მუხლის მეორე პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ე) პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს: მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა, კანონიერი წარმომადგენელი“.

3. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“   მე-20 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის,   სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება.

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ,  ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს,  რეინტეგრირებულ  ბავშვთა ოჯახებს,  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლად გამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირებს.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)  ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა –  მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა.

გ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულმა ახალგაზრდამ – შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახლმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლა(სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით).

დ) პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა – ცნობა შესაბამისი უწყებიდან და წარმომადგენლის შუამდგომლობა.

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი“.

4. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“   23-ე მუხლი      ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 „მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) რიცხულ მოქალაქეებს,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებს და  მათთან გათანაბრებულ პირებს, აგრეთვე მარჩენალდაკარგულ პირებს    გაეწევათ  სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძვირადღირებული (არანაკლებ 200-ლარიანი) არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება, სოციალური სტატუსის მიუხედავად.

3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

გ) შესაბამისი სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ან  შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი  დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ვეტერანის/ ვეტერანთან გათანაბრებულის/ მარჩენალდაკარგული პირის  მოწმობა.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გასაწევად თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში  გაიცემა საგარანტიო წერილი.  ამ შემთხვევაში  საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე