ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016519
7
28/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
010250020.35.119.016519
ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ჩამონათვალი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ხონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე



დანართი 1

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ჩამონათვალი

ფოთლოვანი ხეები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული

lagerstroemia indica

2

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus exselsior

3

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

4

ცაცხვი კავკასიური

Acer saccharum

5

ცაცხვი გულფოთოლა

Acer saccharinum

6

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

7

ნეკერჩხალი - ქორაფი

Acer cappadocicum

8

ნეკერჩხალი - ლეკის ხე

Acer Platanoides

9

შაქრის ნეკერჩხალი

Acer saccharum

10

ნეკერჩხალი მარაოსებური (პალმატუმი)

Acer palmatum

11

კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე

Ligustrum japonicum

12

სოფორა იაპონური "მტირალა"

Sophora japonica "Pendula"

13

სოფორა იაპონური სწორ შტამბზე

Sophora japonica

14

მალუსი (დეკ. ვაშლი)

malus floribunda / malus cocinela

15

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera Pisardii

16

პანტა დეკორატიული შანტაკლერის

pirus santacler

17

ამბრის ხე

liquidambar styraciflua

18

გინკო ბილობა

Ginkgo Biloba

19

მელია აზედარახის

Melia azedarach

20

 იმერული მუხა

Quercus longipes

21

ქვამუხა (მარადმწვანე მუხა)

Quercus ilex

22

ზეთისხილის ხე

Olea europaea

23

საკურა

Prunus serrulata

24

 ალბიცია  (ლენქორანული „აკაცია“)

 Albizzia julibrissin

25

ძელქვა

Zelkova carpinifolia

26

მაგნოლია

Magnolia grandiflora

27

ხეტიტა

Liriodendron tulipifera

28

ცხენისწაბლი

Aesculus hippocastanum

29

მტირალა ტირიფი

Salix babilonica

30

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris)

31

ტყის ხურმა

Diospyros lotus

32

მიმოზა ხედფორმირებული

Acacia dealbata

33

ბროწეული

Punica granatum

წიწვოვანი ხეები

ქართული დასახელება

  ლათინური დასახელება

1

კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური

Cupressus sempervirens pyramidalis

2

კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens horizantalis

3

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

4

ლეილანდიის კვიპაროსი

cupressus leylandii

5

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

6

შავი ფიჭვი

Pinus nigra

7

ბიჭვინთის ფიჭვი

Pinus brutia var. yithiusa

8

იტალიური ფიჭვი

 Pinus pinea

9

უთხოვარი

Taxus baccata

10

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens glauca

ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Lagerstroemia indica 

2

აბელია  დიდფოთოლა 

Abelia grandiflora

3

ბუდლეია (სხვადასხვა ფორმა)

Budleja davidii

4

კოლხური ბზა

Buxus colchica

5

წვრილფოთოლა ბზა

Buxus microphylla

6

იაპონური ფშატი

Elaeagnus × ebbingei 'Limelight'

7

ფოტინია წითელი

Photinia x fraseri 'Red Robin'

8

ფოტინია მწვანე დიდი,ღობის

Photinia serrulata

10

ძახველი სურნელოვანი

Vibrunum tinus

11

ძახველი მარადმწვანე, პრიალაფოთოლა

Vibrunum lucidium

12

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera  nitida

13

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera  caucasica

14

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera  iberica

15

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha coccinea

16

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha melanocarpa

17

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha integerrima

18

ჭყორი მწვანე

Ilex aquifolium

19

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium 'Argentea Marginata'

20

ჭყორი კოლხური

Ilex colchica

21

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira  'Nana'

22

ფიტოსპორუმი საბორდიურე

Pittosporum tobira

23

კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე

Ligustrum japonicum

24

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidum Variegata

25

ჰიბისკუსი

Hibiscus syriacus

26

ოლეანდრა

Nerium oleander

27

წყავი

Prunus laurocerasus 

28

ვარდი  (სხვადასხვა ჯიში)

Rosa

29

ნანდინა  (სხვადასხვა ფორმა)

Nandina domestica, Nandina domestica 'Firepower'

30

ჭანჭყატი (სხვადასხვა ფორმა)

Euonymus japonicus

31

კოწახური

Berberis sp.

32

კამელია

Camellia japonica

33

ჰორტენზია

Hydrangea macrophylla, Hydrangea paniculata

34

შქერი

Rhododendron ponticum

ხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (ხვიარები)

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

გლიცინია

Wisteria sinensis

2

ტეკომა

Tecoma sp.

3

უსურვაზი

Parthenocissus tricuspidata

4

ცხრატყავა

 lonicera periclymenum, lonicera caprifolium, lonicera japonica, lonicera nitida

 

 

 

 

 

 

5

 მარადმწვანე ჟასმინი, ხვიარა

Jasminum grandiflorum

6

კოლხური სურო

Hedera colchica

7

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

8

კატაბარდა

Clematis sp. Clematis armandii, Clematis paniculata, Clematis mandscuirica, Clematis douglasii

9

ლავანდა

Lavanluda angustifolia

10

როზმარინი

Rosmarinus

11

წივანა

Festuca sp.

12

მაჯაღვერი

Daphne mezereum

   წიწვოვანი ბუჩქები

ქართული დასახელება

   ლათინური დასახელება

1

ტუია ნანა-ოქროსფერი

Thuja orientalis ‘Aurea Nana’

2

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis 'Smaragd'

3

ტუია ბრაბანტის

Thuja occidentalis 'Brabant'

4

ტუია ოქროსფერი

Thuja occidentalis 'Gold'

5

ბიოტა (ტუია) საბორდიურე

Thuja occidentalis 'Gold'

6

ღვია ოქროსფერი

Juniperus x pfitzeriana 'Mordigan Gold'

7

ღვია ვერცხლისფერი

Juniperus virginiana 'Silver Spreader" /  globosa,

8

ღვია გართხმული

Juniperus  horizontalis

9

ჯუჯა ფიჭვი

Pinus pumilio, pinus mugo mugus,

10

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica / globosa

11

უთხოვარი ს ბუჩქი

taxus baccat

 


 

 

დანართი 2

 

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა; აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალკ-ცალკე;

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი(ები) შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.


მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ; ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით.

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტომასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას, და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში  მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.


მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა - პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.


მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენისას მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.