„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016518
6
28/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
010250050.35.119.016518
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. ხონი

 

,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგიტრაციო კოდი: 010250050.35.119.016460; 01/01/2022 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;

დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) მერიის თანამდებობის პირების იურდიულ კონსულტირებასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

თ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

კ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ლ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (www.khoni.gov.ge) ადმინისტრირებას;

მ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ო) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

პ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ჟ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

რ) ინფორმაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.khoni.gov.ge) განთავსებისათვის;

ს) წინადადებების შემუშავებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ტ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;

უ) ინფორმაციის მიწოდებას მერისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ფ) საქართველოს კანონით „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფას;

ქ) მერიაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლის;

ღ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე