„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.119.016517
5
28/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
010250040.35.119.016517
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №5

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის  №35 დადგენილებაში (www.macne.gov.ge,  სარეგიტრციო კოდი:  010250040.35.119.016339; 24/01/2018წ)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტალური, ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება, ადამიანური რესურსების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების  დაგეგმვა და  ორგანიზება, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  უფლებამოსილებების  განხორცილება, მერიაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე