დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016553 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 190020020.35.104.016545) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის:
ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობა დაქვემდებარებულ პაციენტთა და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
“. ბ) „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ი) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა.
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები