დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − სასურსათო დანიშნულების ცხოველებში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენების ანალიზის მეთოდების განხორციელების, ნიმუშის აღებისა და შედეგების ინტერპრეტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024437 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − სასურსათო დანიშნულების ცხოველებში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენების ანალიზის მეთოდების განხორციელების, ნიმუშის აღებისა და შედეგების ინტერპრეტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სასურსათო დანიშნულების ცხოველებში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენების ანალიზის მეთოდების განხორციელების, ნიმუშის აღებისა და შედეგების ინტერპრეტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2023, 300160070.10.003.024045) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი თავის − „შესრულების კრიტერიუმები და სხვა მოთხოვნები ანალიზის მეთოდებისადმი“ 1.2.1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საჭიროების შემთხვევაში, ორგანული ნარჩენების ან დამბინძურებლების აღმოჩენის (დადგენის) დამადასტურებელი მეთოდები უნდა იძლეოდეს საანალიზო კომპონენტის ქიმიური სტრუქტურის ამსახველ ინფორმაციას. შესაბამისად, მხოლოდ ქრომატოგრაფიულ ანალიზზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენება დამოუკიდებლად, სპექტრომეტრული მეთოდის გარეშე არ შეიძლება, ჩაითვალოს დამადასტურებელ მეთოდად. თუ რომელიმე ცალკეული მეთოდები არასაკმარისად სპეციფიკურია, მაშინ სასურველი სპეციფიკურობის (თავისებურების) მიღწევა შესაძლებელია ანალიზური პროცედურებით, რომელიც წარმოადგენს გაწმენდის, ქრომატოგრაფიული დაყოფისა და სპექტრომეტრული გამოვლენის მეთოდების ერთობლიობას;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრამდე. |
|
დოკუმენტის კომენტარები