აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016493
1
26/02/2024
ვებგვერდი, 27/02/2024
200140030.35.110.016493
აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2024 წლის 26 თებერვალი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია



დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ქალაქ აბაშისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი „ITL“ განისაზღვროს 1-ით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მარეგულირებელი კოეფიციენტი „K“-140-ით.
მუხლი 2
აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=IMG X ITL X C X K,  სადაც:

ა) Cn - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47- ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1- ს;

დ) C – არის  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა  უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა შეადგენს 140-ს.

მუხლი 3
 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მიხედვით, ქ. აბაშაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

Cn

0,47

1

0,24

140

15,79

 

მუხლი 4
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად დადგენილი ფასის - 50%-ის ოდენობით და შეადგენს - 7,90 ლარს;

ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ამ დადგენილების დანართის  მე-3 მუხლში დადგენილი ფასის - 30%-ის ოდენობით და შეადგენს -  4,74 ლარს.

მუხლი 5
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი, სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში არსებული მიწების ჩათვლით, განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის ოდენობით და შეადგენს 15,79 ლარს.
მუხლი 6
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, აბაშა-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი, სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში არსებული მიწის ჩათვლით, განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 60%-ის ოდენობით და შეადგენს 9,47 ლარს.
მუხლი 7
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), მიწის ნორმატიული ფასი, სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში არსებული მიწის ჩათვლით, განისაზღვროს, ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 7.90 ლარს.